გაზეთი "მენორა", (შუქი, სხივი) დაარსდა 1993 წელს

დამფუძნებლები:  მწერალი,  დრამატურგი  გურამ  ბათიაშვილი  და  თეატრმცოდნე  კოტე  აბაშიძე.  გაზეთის  მთავარი  დამფინანსებელია  აშშ  ებრაელთა  საქველმოქმედო  ორგანიზაცია  “ჯოინთი”.

გაზეთის  თემები:  მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული, საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივი ურთიერთობა, საქართველოს ებრაელობის ცხოვრება,  ქართველი ებრაელები ისრაელში,  ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, ებრაული კლასიკური მემკვიდრეობა,  ბიბლია,  რელიგიის საკითხები,  ისრაელის დღევანდელობა და სხვა. 1993 წლიდან 2000 წლამდე გაზეთი გამოდიოდა თვეში ერთხელ. 2000 წლიდან გაზეთი გამოდის თვეში ორჯერ. 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში აღინიშნა გაზეთის 5 წლისთავი. 2003 წლის 23 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში აღინიშნა გაზეთის 10 წლისთავი. 2009 წლის თებერვალში ისრაელში აღინიშნა გაზეთის 15 წლისთავი და გაიმართა ამ თარიღთან დაკავშირებით გამოსული მნიშვნელოვანი მასალების კრებულის პრეზენტაცია. გაზეთი ვრცელდება საქართველოში, ისრაელში და რუსეთში. დრიდან დაარსებისა გაზეთის რედაქტორია გურამ ბათიაშვილი.