ძვირფასო თანამემამულენო!

ნებისმიერი თარიღი, რომელიც საქართველოში ებრაული თემის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეხება, არის მთელი ქართული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი და საყურადღებო თარიღი. ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება, ეს არის კაცობრიობის ისტორიაში შემდგარი უნიკალური მოვლენა. რომელსაც საქართველოს ყოველი მოქალაქე განსაკუთრებული პატივისცემით და რუდუნებით ეკიდება. სულით და გულით ვულოცავ გაზეთ "მენორას" შემოქმედებით კოლექტივს დაარსებიდან 15 წლისთავს.

ვულოცავ ბრწყინვალე მამულიშვილებს, რომელთაც დააარსეს ეს გაზეთი და ძალისხმევას არ იშურებდნენ საქართველო-ისრაელის მეგობრობის განმტკიცებისათვის. გისურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს და კეთილდღეობას.

პატივისცემით მიხელ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი