კოტე აბაშიძე

სკოლა დაამთავრა 1981 წელს, 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი-თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი-პროფესორ ვასილ კიკნაძის სახელოსნო. წლების განმავლობაში ქართულ პროფესიულ ჟურნალ გაზეთებში ("თეატრი დ აცხოვრება", "ხელოვნება", "ლიტერატურული საქართველო") იბეჭდებოდა რეცენზიები და წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. 1993 წლიდან არის გამომცემლობა "ქართული თეატრის" დირექტორი. 1992-97 წლებში რეჟისორის პროფესიას ეუფლებოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, მიხეულ თუმანიშვილის სახელოსნოში. პირველი სპექტაკლი, დავით კლდიაშვილის-"დარისფანის გასაჭირი" განახორციელი სოხუმის კ.გამსახურდიას სახელმწიფო თეატრში 1995 წელს.

დადგმული სპექტაკლები: ირაკლი სამსონაძე-"იქ,სადაც ღვარად მოედინება!" რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი-1996წ. ნუგზარ ლორთქიფანიძე-"დალაქი" რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი-1997წ. ი. ონილი "სიყვარული თელებ ქვეშ" მარნეულის დრამატული თეატრი-"სამშობლო"-1997წ. ირაკლი სამსონაძე-"ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი" რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი-1998წ. ა.ჩეხოვის "დათვი","ხელის თხოვნა", რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი-1999წ. უ.გიბსონი "ორნი საქანელაზე" სარდაფის თეატრი-2001წ. ვ.ჰაველი-"აუდიენცია" კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი-2002წ. გ.გორინი-"ბარონ მიუნჰაუზენის ცხოვრება და სიკვდილი" თელავის ვაჟა-ფშაველას სახ. სახელმწიფო თეატრი-2003წ. ჯ.მაროტა -"ქვრივთა ნუგეშისმცემელი" თავისუფალი თეატრი-2009წ. დავით კლდიაშვილი-"ყვითელი ესკიზები" ვაკის სარდაფი-2007წ. ამჟამად არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.