ვულოცავ გაზეთს "მენორა" 25 წლის იუბილეს

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გაზეთი 25 წლის განმავლობაში, ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და კულტურათაშორის კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

საუკუნეების განმავლობაში, სანიმუშო და მშვიდობიანი თანაარსებობის პერიოდში, ებრაელები ქართველების მხარდამხარ შრომობდნენ საქართველოს აღმშენებლობისთვის, ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ქართულ კულტურას. საქართველოდან ისტორიული სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ებრაელების შთამომავლები კი, სათუთად ინახავენ ქართულ ენას და ტრადიციებს, რადგან საკუთარი იდენტობის ნაწილად მიიჩნევენ

კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს თქვენს გაზეთს და “მენორას” თითოეულ თანამშრომელს წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი