გულწრფელად ვულოცავ გაზეთ "მენორას" და მის ჟურნალისტებს გაზეთის დაარსებიდან 25 წლისთავს.

ჩემთვის ძვირფასია ყველა თარიღი და მოვლენა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ებრაელების ცხოვრებასა და საქმიანობას ეხება.

ჩვენს ორ ერს - ქართველებსა და ებრაელებს პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. მისასალმებელია, რომ გაზეთი "მენორა", სხვა მრავალ თემატიკსათან ერთად, ამ დიდ საქმეს - ქართველებისა და ებრაელების მეგობრობას ემსახურება და თავის სიტყვას ამბობს საქართველო-ისრაელის ურთიერთობის განმტკიცებისთვის.

წარმატებას ვუსურვებ მთელ სარედაქციო კოლექტივს და იმედი მაქვს, რომ გაზეთს არც მომავალში მოაკლდება მკითხველი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი