საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი "მენორას" 20 წლისთაცს ულოცავს

გაზეთ "მენორას" მესვეურებს

მინდა სულით და გულით მოგილოცოთ გაზეთ “მენორას” დამაარსებლებსა და მესვეურებს. ყველა ჟურნალისტს გაზეთის გამოსვლის 20 წლისთავი და გისრუვოთ წარმატებები.

ქართველებს ებრაელ ხალხთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და მეგობრობა ვაკავშირებს, ქართველებმა და ებრაელებმა_ამ ორმა უძველესმა ერმა_ნდობაზე, პატივისცემასა და სიყვარულზე დამყარებული თანაცხოვრების შესანიშნავი მაგალითი მისცა მსოფლიოს.

საუკუნეებმა გამოსცადა ჩვენი მეგობრობა, ხოლო ისტორია და კულტურა ერთმანეთს გადააჯაჭვა და ძვირფასი გახადა ჩვენი ხალხისათვის, ეს კიმოსაფრთხილებელია და მეტად დასაფასებელი. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა თარიღი, ყოველი მოვლენა, რომელიც საქართველოს ებრაელობის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. 

აგერ უკვე ოცი წელია თქვენს გაზეთს მკითხველი არ მოკლებია, ქართული ჟურნალისტიკის ნაწილი გახდა და მეგობრობის კიდევ ერთ ხიდად იქცა. მჯერა, გაზეთ “მენორას” მესვეურები კვლავაც არ

მჯერა, გაზეთ “მენორას” მესვეურები კვლავაც არ დაიშურებთ ძალისხმევას იმ საშვილიშვილო საქმის ხელშესაწყობად, რასაც ჩვენი ხალხების მეგობრობის განმტკიცება ჰქვია.

წარმატებებს გისურვებთ.

ბიძინა ივანიშვილი